Welcome to კვალი - kvali.ge

მოგესალმებით. ეს გახლავთ მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ "კვალის" ოფიციალური ფორუმი. დანარჩენი ტექსტიც განთავსდება აქ..

Forums

  1. ზოგადი და ტექნიკური თემები

  2. ნადირობა

  3. სანადირო იარაღი

  4. ძაღლები

  5. თევზაობა

  6. სხავადასხვა

  • გამოხმაურება


    •     სწორ ზედაპირზე მდგომი ადამიანი, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 1,60 მ-ია, მისი მხედველობის რადიუსი 4,52 კმ-ია. ნავში ჯდომისას და წყლის დონიდან მხოლოდ 1 მ-ის სიმაღლიდან, ადამიანი 3,58 კმ-ის რადიუსში უწვდენს თვალს. ატმოსფეროს ხედვითი მანძილი ასევე იზრდება ატმოსფერულ წნევასთან ერთად ცივ ამინდში, აგრეთვე დილით და საღამო ხანს.
      ქვემოთ მოყვანილი ციფრები წარმოდგენას იძლევა ატმოსფეროს ხედვითი მანძილის შესახებ გარკვეული სიმაღლეზე მყოფი მაყურებლის მიერ: დამკვირვებლის სიმაღლე თუ არის 2მ, ხედავს 5.4 კმს რადიუსში.</p>
      2მ=5,4კმ
      3მ=6,7კმ
      4მ=7,7კმ
      5მ=8,6კმ
      6მ=9,4კმ
      7მ=10,2კმ
      8მ=10,9კმ
      9მ=11,6კმ
      10მ=12,2კმ
      20მ=17,2კმ
      30მ=21,1კმ
      40მ=24,4კმ
      50მ=27,2კმ
      100მ=38,5კმ
      500მ=86,2კმ
      1000მ=122კმ
      5000მ=272კმ
      უფრო ზუსტი თვალსაზომის გამომუშავებისათვის საჭიროა ვიხელმძღვანელოთ საგნების ხედვის ცხრილით (კომოვსკი)
      ტაძრები – 15-20კმ
      ქარის წისქვილები – 10კმ
      სოფლები და დიდი სახლები – 8კმ
      სახლის ფანჯრები – 4კმ
      მილები სახურავებზე – 3კმ
      ცალკეული ხეები – 2კმ
      ადამიანები (წერტილებად ჩანს) – 2კმ
      მხედარს ფეხის მოსიარულედან გაარჩევ – 1კმ
      ხის ბოძი – 900 მ
      ცხენის ფეხების მოძრაობა – 600მ
      ფანჯრების ტიხარი – 500მ
      ხელების მოძრაობა – 400მ
      ტანსაცმლის ფერი – 250მ
      ადამიანის სახე – 200მ
      ღობის ფიცრები – 200მ
      თვალები (ცალკეულ წერტილებად) – 70მ
      თვალის გუგა – 20მ
      ეს ყველაფერი 35-40 წლამდე ჯანმრთელ ადამიანზე არის გათვლილი, თუმცა განსაკუთრებული შემთხვევებიც არსებობს.
    •     ნადირობისასს განსაკუთრებით კი მთაში ხშირად იცვლება ამინდი, იმისათვის რომ დროულათ მოვახდინოთ რიაგირება აუცილებელია ვიცოდეთ ცოტა რამ იმის შესახებ თუ როგორ ამოვიცნოდ ამინდის ცვლილება ბუნებრივი მოვლენებით.

      ამინდის ამოცნობისას მთავარ არის:

      არასოდეს არ დაეყრდნო ერთი რომელიმე მინიშნებით გაკეთებულ პროგნოზს.
      რაც მეტი ნიშანი მიუთითებს ამინდის ცვლილებაზე მით უფრო მაღალია პროგნოზის საიმედოობა.
      სხვადასხვა ამინდის ნიშნების შემთხვევაში უნდა ენდოთ ისეთი ამინდის მინიშნებს რომელიც მეტია.


      სტაბილურად კარგი ამინდის მიმანიშნებელი პირობები ზაფხულში:

      ღამით სიწყნარეა, დღისით ნიავი იმატებს, და საღამოსათვის საერთოდ ჩადგება. მიწის პირზე ნიავის მიმართულებად ემთხვევა ღრუბლების გადაადგილების მიმართულებას.
      მზის ჩასვლისას ჰორიზონტი ყვითელია, ოქროსფერია ან ვარდისფერი და მოშორებით მომწვანო ელფერი გადაკრავს.
      ღამით დაბლობ ადგილებში გროვდება ღრუბლები.
      მზის ჩასვლისას ბალახზე წარმოიქმნება თრთვილი ხოლო მზის ამოსვლის შემდეგ ქრება.
      ღამით უღრუბლოა, დილით ჩნდება მცირე ღრუბელი რომელიც შუადღისათვის მოიმატებს და საღამოს მთლიანად ქრება.
      ჭიანჭველები არ ხურავენ ჩასასვლელს ბუდეში.
      დღისით სიცხეა, საღამოთი სიგრილე.


      ცვალებადობის ნიშნები როდესაც ამინდი იცვლება შედარებით წვიმიან და ცივი ამინდისაკენ.

      ქარი ძლიერდება, თანაბრად უბერავს როგორც დღე ისე ღამე, მკვეთრად იცვლის მიმართულებას.
      ღრუბლიანობა ძლიერდება. შეჯგუფებული ღრუბლები საღამოსათვის იმატებს და არ ქრება.
      მზის ამოსვლის და ჩასვლის მომენტი წითელია.
      საღამოთი გვეჩვენება რომ უფრო ტბილა ვიდრე დღისით.
      მთაში დილით შეიმჩნევა ტემპერატურის ვარდნა.
      ღამით არ არიც ცვარი ან ძალიან სუსტია.
      მზის ჩასვლის შემდეგ მიწის პირზე ჩნდება ნისლი, ხოლო მზის ამოსვლის შემდეგ ქრება.
      დღისით ცა მღვრიაა და მოთეთრო ფერის.
      ძლიერად ციმციმებენ ვარსკვლავები.
      ფრინველები (ბეღურები, ქათმები) ცდილობენ დაიმტვერონ.
      კვამლი ეფინება მიწას და არ მიდი ზემოთ.

      ამინდის მკვეთრად და სტაბილურად გაუარესების ნიშნები:

      წვრილი ხშირი წვიმა (ცრის).
      მიწის პირზე ღრუბელი და ნისლია.
      ღამით და დღისით ერთნაირად თბილა.
      ჰაერი ტენიანია დღისითა ღამითა მაშინაც კი როდესაც ჯერ წვიმის ნიშნები არ არის.
      ვარსკვლავები ციმციმისას გამოსცემენ მოწითალო და მოცისფრო სხივებს.
      ჭიანჭველები ხურავენ ჩასასვლელებს.
      ფუტკრები არ ტოვებენ თავშესაფარს.
      ყვავები გამუდმებით ჩხავიან.
      პატარა ჩიტები თავს იყრიან დიდი ხეების ცენტრალურ მსხვილ ღეროებთან.


      ცვალებადი და მოღრუბლული ამინდის უკეთესისაკენ ცვლილების ნიშნები:

      წვიმა ჩერდება ან მოდის პერიოდულად, საღამოთი ჩნდება თრთვილი.
      სხვაობა დღის და ღამის ტემპერატურას შორის იზრდება.
      უეცარი აცივება.
      ჰაერი ხდება უფრო მშრალი.
      ცა ზენიტში მოწმენდილია.
      ვარსკვლავების ციმციმი იკლებს.
      საღამოს მზის ჩასვლა მოყვითალო ფერისააა. 
      ცეცხლის კვამლი მიდის ვერტიკალურად ზემოთ.
      ფუტკრები სკაში ან თავშესაფარში იწყებენ ხმაურს.
      მერცხლები ადიან უფრო მაღლა.
      ნაკვერცხლები კოცონში მალე იფარება ნაცრით.


      ნიშნები სტაბილური ნაკლებად ღრუბლიანი ამინდის ნიშნები ზამთარში:

      ჩრდილოეთის ან ჩრდილო აღმოსავლეთის ნიავი.
      სუსტი ქარი. ცა მოწმენდილია ან დაფარულია დაბალი თხელი ღრუბლის ფენით.
      ღამით მოფენილი ნისლი.
      ცისარტყელა მზის გარშემო ან მოწითალი სვეტი მზის დისკოსთან.
      მზის ჩასვლა მომწვანო ელფერით.
      ცვალებადიდან ღრუბლიანი და თოვლიანი ამინდისკენ გადასვლის ნიშნები:
      ქარის მიმართულების ცვლილება ჯერ სამხრეთ არმოსავლეთით და შემდეგ სამხრეთ დასავლეთით.
      ქარის მიმართულების შეცვლა სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ ან მისი შესამჩნევი გაძლიერება.
      ღრუბლიანობის მატება.
      სუსტი თოვლის დაწყება.
      ყინვა იკლებს.
      ტყის თავზე ჩნდება მოლურჯო ლაქები.
      დაბალ შავ ღრუბელში ჩანს ტყის ანარეკლი.
      ხანგრძლივი თოვლიანი ამინდის დადგომის ნიშნები ძლიერი ყინვის გარეშე.

      სუსტი ყინვა ან შედარებითი სითბო სამხრეთ არმოსავლეთი ნიავის დროს.
      მცირე დათბობა, ლურჯი ლაქები ტყის თავზე ძლიერდება.
      სტაბილური სამხრეთ აღმოსავლეთის ან სამხრეთ დასავლეთის ქარი.
      ღრუბლების მოძრაობის მიმართულება არ ემთხვევა მიწის პირზე ქარის მიმართულებას.
      სუსტი გადაუღებელი თოვა.


      ცვალებადი მოღრუბლულობიდან უნალექო ყინვიან ამინდში გადასვლის ნიშნები:

      სამხრეთ დასავლეთის ქარი იცვლის მიმართულებას დასავლეთით ან ჩრდილო დასავლეთით. ყინვა იმატებს.
      იკლებს ღრუბლიანობა.
      მინდვრიან ადგილებში ან ხის ტოტებზე წარმოიქმნება გაყინული თრთვილი.
      ლურჯი ლაქები ტყის თავზე მცირდება ან საერთოდ ქრება. 
    • გნოლი გნოლი - ფრინველია ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის საშუალო სიგძეა 35 სმ. მამლის წონა 500 გრამს აღწევს, დედლისა - 350 გრამს. 
      გნოლი ძალიან ლამაზი შეფერილობის ფრინველია; მისი ზურგი, გვერდები და კისერი ნაცრისფერია, სადაც გაბნეულია შავი, წაბლა და რუხი წინწკლები, გვერდებზე გასდევს წაბლისფერი ვიწრო ზოლები. მკერდი მოთეთროა. მამალს მკერდზე აქვს   ნალისებური ფორმის მუქი წაბლისფერი ლაქა. დედალს ასეთი ლაქა ან საერთოდ არ აქვს ან უფრო მომცრო ზომისაა და ღია შეფერილობის, თეთრ მუცელზე კი წაბლისფერი ლაქები აქვს.
      გავრცელებულია ევროპაში, ამიერკავკასიაში, წინა და შუა აზიაში. საქართველოში ბინადრობს, ზამთარში მომთაბარეობს. ცხოვრობს ბუჩქნარით შემოფარგლულ ველ-მინდვრებში, ყანებში და ზეგნებზე, ზღვის დონიდან 2600 მ-მდე. მონოგამური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაის-ივნისში დებს 12-15 კვერცხს. კრუხობს 21-26 დღე. იკვებება როგორც მცენარეული (კენკრა, მარცვლოვნები, კვირტები, ყლორტები), ისე ცხოველური საკვებით (მწერები). ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება ამიერკავკასიური გნოლი.
      დღეს საქართველოში გნოლზე ნადირობა აკრძალულია და მხოლოდ სანადირო მეურნეობებშია შესაძლებელი.
      მიუხედავად იმისა რომ გნოლი გამოირჩევა გამრავლების დიდი უნარიანობით, მისი რაოდენობა საქართველოში საგრძნობლად შემცირებულია.  
      მათი შემცირების მიზეზი მრავალია: სოფლის მეურნეობის სავარგულების გაფართოება და გნოლის საბინადრო ადგილების შემცირება, იმ ყამირების დადაბალი ბუჩქნარების ათვისება, რომელიც გნოლის საბინადრო ადგილები იყო,  უზომოდ დიდი რაოდენობით ქიმიური სასუქის შეტანა ნათესებში, დაუნდობელი და გაუკონტროლებელი ბრაკონიერობა.
      გნოლი ადრე მრავლად გვხვდებოდა აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიებზე. განსაკუთრებით -კახეთში, შირაქ-ელდარის ველზე. 
      დღეს მცირე რაოდენობით გნოლი გვხვდება თრიალეთის ქედზე, მესხეთ ჯავახეთში, კახეთში უდაბნოს ტერიტორიაზე და შირაქ-ელდარის ველზე. გნოლი-ვიდეომასალა:  
  • თემები

  • საუკეთესო რეპუტაცია

    ამ კვირაში არავის მიუღია რეპუტაცია

  • ფორუმის სტატისტიკა

    • ყველა თემა
      116
    • სულ პოსტები
      240
  • საიტის წევრთა სტატისტიკა

    • სულ წევრი
      22
    • ერთდროულად საიტზე
      6

    ახალი წევრი
    Zura
    დაგვემატა

კლუბი "კვალი"

კლუბის შესახებ მცირე ინფო დაიწერება აქ - სურვილის შემთხვევაში

საჭირო ბმულები

პარტნიორები

ვიზიტორთა მთვლელები