ამბავი ჩვენს შესახებ

Invoice.ge ინვოისების გაგზავნისა და მართვის მარტივი პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა ფინანსური საკითხის გადაწყვეტაზე ზრუნავს.

სტარტაპ-პლატფორმა საქართველოში გაბრიელ მელივას, გიგა ჩხიკვაძისა და ბექა თომაშვილის მიერ შეიქმნა. მათ შეძლეს საზღვარგარეთ სატესტო ეტაპის გავლის შემდეგ პლატფორმა მეტად დაეხვეწათ და მოქნილ ციფრულ ინსტრუმენტად ექციათ. რის შემდეგაც გუნდმა მონაწილეობა თიბისის აპლიკაციების კონკურსში მიიღო, და მათი პარტნიორიც გახდა. რა თქმა უნდა invoice.ge სხვა ბანკებთან თანამშრომლობისთვისაც მზად არის და აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე.

Invoice.ge-ს დახმარებით მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ შექმნათ დახვეწილი დიზაინის მქონე ინვოისები და თქვენი ჩართულობის გარეშე, ავტომატურ რეჟიმში გააგზავნოთ ისინი. ასევე აწარმოოთ გადახდები პირდაპირ თქვენი თიბისი ინტერნეტ ბანკიდან და აკონტროლოთ თქვენი შემოსავლები ერთ სივრცეში - invoice.ge პლატფორმაზე.

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დავაინტეგრიროთ ახალი ინტეგრაციები, გავამრავალფეროვნოთ საინტერესო ფუნქციონალებით და ვიზრუნოთ იმაზე რომ პლატფორმა მაქსიმალურად კომფორტული, მოსახერხებელი და მარტივად გამოყენებადი იყოს. ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი მომხმარებლებისგან მივიღოთ უკუკავშირი, გავითვალისწინოთ და მზად ვიყოთ დახმარებისთვის.

Flowers