5 ნაბიჯი ინვოისის მარტივად შესაქმნელად

პირველი საქმიანობა სავსეა  ახალი გამოწვევებით და ალბათ ეს ყველაზე საინტერესო ეტაპია. ინვოისის შედგენა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ანაზღაურების მისაღებად, მაგრამ თუ ინვოისი არასოდეს შეგიქმნია, საიდან დაიწყებ? 🧐
აქ აგიხსნი, თუ როგორ შეგიძლია შექმნა პროფესიონალური, დახვეწილი დიზაინის მქონე ინვოისები მხოლოდ 5 მარტივი ნაბიჯით.

  • ნაბიჯი 1: შეიყვანე ძირითადი ინფორმაცია

ინვოისი არის იურიდიული დოკუმენტი, რომელშიც საჭიროა რამდენიმე ძირითადი ინფორმაციის შეყვანა, ასე რომ თითოეული ინვოისის გაგზავნამდე ყოველთვის უნდა შეამოწმო, რომ იგი შეიცავს გაგზავნის თარიღს, თქვენ და თქვენი კლიენტის საკონტაქტო მონაცემებს და უნიკალურ ფაქტურის ნომერს (ინვოისის ნომერს).
ინვოისის ნომერი არის ნომრების (და ზოგჯერ ასოების) უნიკალური კოდი და გეხმარება შენ და შენს კლიენტებს, თვალყური ადევნოთ გადახდებსა და ჩარიცხვებს. იურიდიულად, თქვენი ინვოისის ნომრები უნდა იყოს თანმიმდევრული - თქვენი პირველი ინვოისი უნდა შეიცავდეს "1" -ს, ყოველი შემდეგი ინვოისი კი ნუმერიაციას უნდა მიჰყვებოდეს.
ინვოისების პლატფორმა invoice.ge-ს საშუალებით ინვოისებს ნომრები ავტომატურად ენიჭებათ, შესაბამისად შენ მათ ამაზე დროის დახარჯვა და წვალება აღარ მოგიწევს.
შენს მიერ გაგზავნილ თითოეულ ინვოისში უნდა იყოს მითითებული შენი სახელი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. რეგისტრირებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ბიზნესის სახელი და რეგისტრირებული მისამართი.

  • ნაბიჯი 2: შეავსე გადახდის დეტალები

თუ გსურს ჩარიცხვები მალე მიიღო, შენს კლიენტებს უნდა აცნობო თუ როგორ შეძლებენ ინვოისის გადახდას.
შენს მიერ გაგზავნილი ყველა ინვოისი უნდა შეიცავდეს გადახდის დეტალებს - მათ შორის, საბანკო ანგარიშის ნომერს.
შენ შეგიძლია მიუთითო გადახდის პირობები. მაგალითად მონიშნო გადახდის საბოლოო ვადა, მოითხოვო მომსახურების ნაწილობრივი გადახდა და ა.შ.

  • ნაბიჯი 3: მომსახურების აღწერა

დარწმუნდი, რომ შენმა კლიენტმა იცის რამდენი აქვს გადასახდელი და ზუსტად რისთვის იხდის ამ თანხას.
ინვოისები ყოველთვის უნდა შეიცავდეს შენს მიერ შეთავაზებული მომსახურების  მკაფიო აღწერას, თითოეული ერთეულის რაოდენობასა და ფასს. მკაფიოდ აღნიშნე მიწოდების თარიღი - ანუ მომსახურების გაწევის თარიღი - და დარწმუნდი, რომ შენს ინვოისში ჩანს საბოლოოდ გასადახდელი თანხის ჯამი.
ინვოისის შედგენისას გაითვალისწინე, რომ თუ კომპანია დღგ-ს გადამხდელია, გამოკვეთილად ჩანდეს დღგ-ს გადასახდელი პროცენტი თითოეულ პროდუქტზე (სერვისზე). რა თქმა უნდა, შესაძლებელია ეს საკითხი შენ არ გეხებოდეს და ამ შემთხვევაში დღგ-ს რაოდეობა მონიშნული იქნება როგორც გადასახდელი 0%.

  • ნაბიჯი 4: აირჩიე ინვოისის დიზაინი

ალბათ იცი თუ როგორი მნიშვნელოვანია შენი დოკუმენტი ვიზუალურად დახვეწილი, კლიენტზე მორგებული და გასაგები იყოს.
Invoice.ge დახმარებით ინვოისის შაბლონების არჩევა მარტივია. შეგიძლია შეარჩიო შენს გემოვნებაზე მორგებული ფერები და ვიზუალი. ლოგოს ატვირთვა დაგეხმარება დარწმუნდე, რომ პროფესიონალური, იურიდიული დოკუმენტებიც კი შეესაბამება შენს ონლაინ ესთეტიკას.

  • ნაბიჯი 5: გააგზავნე ინვოისი!

შენ უკვე დაასრულე ინვოისის შექმნა და ის შესანიშნავად გამოიყურება - ახლა დროა გააგზავნო შენი ინვოისი და დაელოდო გადახდას.
Invoice.ge საშუალებას გაძლევს ნებისმიერი მოწყობილობიდან თვალი ადევნო შენს გაგზავნილ და მიღებულ ინვოისებს, აკონტროლო ჩარიცხვები და ვადაგადაცილებები, ნახო მიიღო თუ არა კლიენტმა ინვოისი, გახსნა და გაეცნო თუ არა მას.

გადამიყვანე invoice.ge-ზე

Flowers